მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კონკურენციის სააგენტოსთან დავის გაგრძელება არ ღირდა"

5b964d18af6ec
ელენე გოგბერაშვილი
10.09.18 14:53
887
ნავთობკომპანია „სოკარი“  კონკურენციის სააგენტოს დაკისრებულ ჯარიმას არ ეთანხმება, თუმცა მიღებული გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. როგორც „სოკარის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან გიორგაძემ  bm.ge-თან  განმარტა, ჯარიმა კომპანიამ უკვე გადაიხადა და დამატებით ხარჯს არჩიეს დავა აღარ გაეგრძელებინათ.

შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიებს 55 მილიონიანი ჯარიმა საქმის ხელახალი მოკვლევის შემდეგ 3 მილიონ ლარამდე შეუმცირა.

„არ ვეთანხმებოდით გადაწყვეტილებას, თუმცა საბოლოო ჯამში ხარჯი ამ გადაწყვეტილების იყო იმაზე უფრო ნაკლები, ვიდრე ხარჯი იმისა, რომ ამ თემას გავყოლოდით ბოლომდე. ასევე, იქ იურიდიული ნიუანსებიც იყო, დასკვნაში როგორ ეწერა და ა.შ. ყოველ შემთხვევაში ჩვენმა იურისტებმა და ფინანსისტებმა გადავწყვიტეთ, რომ ჯობდა ამ ეტაპზე დავა აღარ გაგვეგრძელებინა და გადაგვეფურცლა ეს თავი. რთულია, დავაში ყოფნა არავის არ უყვარს. ხარჯია და არ ღირდა გაგრძელება და აღარ გავაგრძელეთ. ეს თანხა გადავიხადეთ და დასრულდა ეს თემა“, - აცხადებს ლევან გიორგაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები