მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

"კონკურენციის შესახებ კანონი" ყველა სფეროზე, მათ შორის საფინანსო სექტორზეც გავრცელდება

კონკურენციის შესახებ კანონი ყველა სფეროზე, მათ შორის საფინანსო სექტორზეც გავრცელდება, - ამის შესახებ bm.ge-ს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნოდარ ხადურმა განუცხადა.

"კონკურენციის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც ევროკავშირის ექსპერტების მონაწილეობით მომზადდა უკვე წარდგენილია პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში.

ცვლილებების მიხედვით, კონკურენციის სააგენტო ჩამოყალიბდება მარეგულირებელი ორგანოების მსგავსი სტრუქტურის შესაბამისად. ფართოვდება ასევე აღნიშნული უწყების უფლებამოსილებაც.

"ეს მთლიანად არის დამოკიდებული საქართველოს პარლამენტზე. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტშია კანონპროექტი და ჩვენ ველოდებით მის ინიცირებას. არის თემები, რომელიც არის შესაჯერებელი. არის საკითხები, რომელიც აუცილებლად გადასაწყვეტია, რაც არის მაგალითად, გამოთხოვილი ინფორმაციის წარმოდგენის აუცილებლობა მეწარმე სუბიექტებისაგან. ამავე დროს საუბარია იმაზე, რომ კონკურენციის სააგენტო იქნება უწყება, მაგრამ მას უხელმძღვანელებს არა ერთი ადამიანი, არამედ საბჭო ისე, როგორც ეს ხდება დღეს მარეგულირებელ კომისიებში, რაც გაზრდის კონკურენციის სააგენტოს დამოუკიდებლობის ხარისხს.

კანონი გავრცელდება ყველა სუბიექტზე, მაგრამ კანონის აღსრულებას განახორციელებენ შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოები. ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორში, გარდა სადაზღვევო კომპანებისა. მათზე მუშაობს კონკურენციის სააგენტო, ენერგეტიკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიები შესაბამის სფეროებში. მაგრამ თუ არის საკითხები, რომელიც არის ორი მარეგულირებლის კომპეტენციაში, ამ შემთხვევაში არა მარეგულორებელი კომისიები, არამედ კონკურენციის სააგენტო იქნება მოკვლევებზე პასუხისმგებელი", - განმარტავს ნოდარ ხადური.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები