დღეს თბილისში 5 მარეგულირებელი უწყების - სემეკის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციის ფარგლებში, ხუთი მარეგულირებელი უწყების ხელმძღვანელი პირის მონაწილეობით პანელური დისკუსია გაიმართება, სადაც სექტორულ ჭრილში, საქართველოში კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებულ შედეგებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე იმსჯელებენ. რა მიღწევები და გამოწვევები აქვს ქვეყანას კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით?