მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ „WISHLIST”-თან პირობითი ვალდებულების შეთანხმება გააფორმა

სააგენტო
BM. GE
11.08.23 13:36
59

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, მოვაჭრე „WISHLIST”-თან (შპს „ონლაინ მოლი“) პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმება გააფორმა. ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს. 

კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანიამ აიღო ვალდებულება შემდეგი ღონისძიებები განახორციელოს:

კომპანიის შიდა პოლიტიკა შეცვალოს, კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მის მიერ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად უფლებები დაერღვათ;

ხელშეკრულების დადებამდე მომხმარებელს მკაფიოდ, გარკვევით და სრულყოფილად მიაწოდოს კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია. მათ შორის, ყველა იმ მოვაჭრის შესახებ ინფორმაცია, ვისი საქონელიც მის სავაჭრო ობიექტებში, ადგილზე და www.wishlist.ge-ს პლათფორმაზე იყიდება;

უზრუნველყოს სარეალიზაციო ვებგვერდზე/სოციალურ ქსელებსა და ადგილზე  განთავსებულ საქონელსა და მომსახურებაზე გასაყიდი ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება;

მკაფიოდ ჩამოაყალიბოს საგარანტიო პირობები;

შეიმუშაოს და ვებგვერდზე განათავსოს შეძენილი საქონლის დაბრუნების ფორმა, დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობები და მისი მომხმარებლისათვის გაცნობის წესი.

გაფორმებული პირობითი ვალდებულების შესაბამისად, 3 თვის ვადაში, სააგენტოს ვალდებულებების შესრულების მტკიცებულებები წარუდგინოს.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის ივლისის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 317 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 190 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. 9 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ - მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 93 საქმეზე - 56 შეთანხმება გააფორმა. 50 საქმეზე გაფორმებულ 30 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 18 დარღვევის ფაქტი - 32 საქმეზე, ხოლო 4 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 3 მოვაჭრეს, 12 საქმეზე  ჯარიმა დაეკისრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები