კონკურენციის სწორი პოლიტიკის გატარებისთვის მნიშვნელოვანი კონკურენციის სააგენტო გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებდეს. პოლიტიკურმა ლიდერებმა მარეგულირებელს არ უთხრან, რომ ეს კომპანია უნდა დასაჯოს ან პირიქით, ის გაათავისუფლოს, - კონკურენციის პოლიტიკის მნიშვნელობაზე bmg-სთან აშშ-ის კონკურენციის ფედერალური კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ უილიამ კოვაჩიჩმა ისაუბრა, რომელიც გასულ კვირაში საქართველოს სტუმრობდა და კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების შესახებ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. როგორ უნდა მოხდეს პროცესებში ხელისუფლების ჩარევის თავიდან არიდება და სად არის ოქროს შუალედი, რომ ერთის მხრივ ბიზნესის საქმიანობა არ შეუზღუდოს და მეორე მხრივ, დაცული იყოს კონკურენციის პირობები და მომხმარებელთა უფლებები?
უილიამ კოვაჩიჩი - აშშ-ის ფედერალური კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი;
გიორგი არონია - „საქმიანი საღამოს“ ავტორი და წამყვანი;