კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მომავალი წლიდან სხვადასხვა სექტორებში დემპინგური იმპორტის რისკებთან დაკავშირებით მონიტორინგის დაწყებას გეგმავს. სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე შესაძლო დემპინგთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი მიმდინარე საქმე აქვთ, თუმცა მომდევნო პერიოდში კონკრეტული ინდუსტრიის მიმართვის გარეშეც ამ მიმართულებას უფრო აქტიურად დააკვირდებიან. თავად ადგილობრივი მწარმოებლები კი აცხადებენ, რომ აუცილებელია ანტიდემპინგური კანონმდებლობის გაფართოება და ადგილობრივი ბაზრის დაცვისთვის მეტი მექანიზმის შემოღება. როგორია კონკურენციის სააგენტოს მიდგომა ანტიდემპინგურ კანონმდებლობასთან მიმართებით და რას ითხოვს ბიზნესი?