საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცხელი ხაზი 2025 წლის 1 – 5 იანვარს უქმე დღეებთან დაკავშირებით არ იქნება ხელმისაწვდომი. 6 იანვრიდან კი, მუშაობას განაახლებს - ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს.
"ინფორმაცია უქმე დღეებთან დაკავშირებით
- 2025 წლის 1 – 5 იანვარი, უქმე დღეებთან დაკავშირებით ცხელი ხაზი არ იქნება ხელმისაწვდომი
- 2025 წლის 6 იანვრიდან, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცხელი ხაზი - 15 20 მუშაობას განაახლებს და ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება მომხმარებელს
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო | GCCA გილოცავთ დამდეგ შობას და ახალ 2025 წელს!", - წერს სააგენტო.
bm.ge დაინტერესდა, როგორი იქნება თავად სააგენტოს სამუშაო განრიგი.
სააგენტოში განგვიცხადეს, რომ მთავრობის განკარგულების შესაბამისად, მუშაობას 13 იანვარს განაახლებენ.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 3, 6, 8, 9 და 10 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა.




























