მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურსი „ასწავლე ფინანსები ლიტერატურით“ დასრულდა, ღონისძიების მხარდამჭერია ბაზისბანკი

ფინედუ
07.06.24 12:24
200

ბაზისბანკის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პორტალ ფინედუს მიერ ორგანიზებული კონკურსი „ასწავლე ფინანსები ლიტერატურით“, დასრულდა. გამოვლინდნენ კონკურსის გამარჯვებული სკოლები და მასწავლებლები.

კონკურსი 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს გამოცხადდა და ითვალისწინებდა სკოლის მასწავლებლების მიერ საგანმანათლებლო ტიპის ღონისძიების ჩატარებას სკოლაში. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მათ მოსწავლეებთან ერთად უნდა განეხილათ მხატვრული ლიტერატურის ნებისმიერი ნაწარმოები, რომლის სიუჟეტი ან იდეა დაუკავშირდებოდა ფინანსური განათლების საკითხებს, ფინანსებთან დაკავშირებულ გამოწვევებსა თუ შესაძლებლობებს და შედეგად, მოსწავლეებში შესაბამისი დასკვნების გამოტანის, ცოდნის ამაღლების, სწორი ფინანსური ქცევების წახალისების და გონივრული დამოკიდებულებების ჩამოყალიბების პროცესს შეუწყობდა ხელს.

კონკურსის პირობების მიხედვით, საკონკურსო ღონისძიების ამსახველი ბმულები გაზიარდა ფინედუს საკონკურსო პოსტის კომენტარებშიც. შესაბამისად შეირჩა რიგით პირველი 9 სკოლა და 19 მასწავლებელი, დამატებით, მომდევნო კომენტარების შესაბამისად ფინედუს ჟიურის მიერ გამოვლინდა დამატებით 1 რჩეული სკოლა და მასწავლებელი.

„ბაზისბანკი წლების განმავლობაში მხარს უჭერს საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინედუს მიერ ორგანიზებულ ფინანსური განათლების მხარდაჭერისადმი მიძღვნილ აქტივობებს. სწორი ფინანსური განათლება მნიშვნელოვანია არამხოლოდ თითოეული ჩვენგანის მყარი ფინანსური ფუნდამენტის შესაქმნელად, არამედ ზოგადად ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისთვის. ჩვენ კი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას მსგავსი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების მიმართულებით." - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები