საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს უკვე მეოთხედ გაიმართება კონკურსი საქართველოს საუკეთესო სომელიე 2024-ის ფინალი.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მათ, ვისაც საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ოფიციალურად აქვთ მინიჭებული პროფესიონალ სომელიეს ან ასისტენტ სომელიეს სტატუსი.
სტუმარი: შალვა ხეცურიანი - საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი;