მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კონსტიტუციაში 94-ე მუხლი, შესაძლოა, 12 წლის განმავლობაში შენარჩუნდეს

59477e7b9bd99
თელარა გელანტია
19.06.17 11:32
1577
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციაში 94-ე მუხლი, შესაძლოა, 12 წლის განმავლობაში შენარჩუნდეს. ასე უპასუხა კობახიძემ "საქმის კურსის" შეკითხვას, დარჩება თუ არა 94-ე მუხლი კონსტიტუციაში, რომლითაც გადასახადების გაზრდა რეფერენდუმის გარეშე შეუძლებელია.

კობახიძის განმარტებით, განიხილება, რომ 94-ე მუხლის შენარჩუნება 12 წლის განმავლობაში გარდამავალ დებულებებში ჩაიწეროს.

"რაც შეეხება 94-ე მუხლს, აქ განიხილება ასევე გარდამავლ დებულებებში დათქმის ჩადების საკითხი. ჩვენ ვფიქრობთ, 12-წლიანი დათქმის გაწერაზე კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში. მანამდე კი იმოქმედებს ეს რეგულაცია, რომლის მიხდევით პარლამენტს და მთავრობას ეზღუდება საგადასახადო ცვლილებების განხორციელება. 12-წლიანი დათქმის ამოწურვის შემდეგ შესაძლებელია ჩვენ გადავიდეთ განსხვავებულ წესზე",- განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები