მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კონსტიტუციით გაუთვალისწინებელი ადამიანების/ ორგანიზაციების ჩართულობა გენპროკურორის წარდგენის წესში სავალდებულო აღარ იქნება - მდინარაძე

მდინარაძე

კონსტიტუციით გაუთვალისწინებელი ადამიანების თუ ორგანიზაციების ჩართულობა გენპროკურორის წარდგენის წესში სავალდებულო აღარ იქნება - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

"გენერალური პროკურორის არჩევის წესი მარტივდება. კონსტიტუციით გაუთვალისწინებელი ადამიანების თუ ორგანიზაციების ჩართულობა გენპროკურორის წარდგენის წესში აღარ იქნება სავალდებულო.

ეს ერთ-ერთია იმ საკითხებიდან, რომელიც თავსმოხვეული იყო და კონსტიტუციის მიღმა გვიწევდა, მაგრამ არა მის წინააღმდეგ, ისეთი რეგულაციების ჩამატება კანონებში, რომელიც ამ პროცედურებს ართულებდა.

კონსტიტუციით გათვალისწინებულია წარმდგენი, მაგრამ ჩამატებულია არასამთავრობო ორგანიზაციები თუ სხვა სუბიექტები ართულებდა ამ პროცედურას. ვამარტივებთ და რაც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული მხოლოდ იმას ვტოვებთ", - განაცხადა მდინარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები