მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა (CTC) ახალი პლატფორმა - www.socialinnovation.ge წარადგინა

5f1697d946a30
BM.GE
21.07.20 11:21
1500
კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა (CTC) ახალი პლატფორმა www.socialinnovation.ge  წარადგინა. ვებ-გვერდი შემუშავებულია ახალი პროექტის, სოციალური ინოვაციების პლატფორმის ფარგლებში.

ინიციატივის მიზანია სოციალური ინოვაციების მიმართ საზოგადოების და განსაკუთრებით ახალგაზრდების ინტერესის გაზრდა, მათი შემოქმედებითი აზროვნების განვითარება და სოციალური ცვლილებებისაკენ მიმართული ინოვაციური იდეების განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნით, პროექტი იმუშავებს სამი მიმართულებით: ცნობიერების ამაღლება, უნარების განვითარება და იდეების მხარდაჭერა.

ვებ-პლატფორმასა და კამპანიის ფეისბუქ გვერდზე - www.facebook.com/socialinnovation.ge  - განთავსდება პროექტის ფარგლებში შემუშავებული რესურსები სოციალური ინოვაციების შესახებ, როგორიცაა აკადემიურ სტატიები და ბლოგები, კარგი პრაქტიკის მაგალითები, საერთაშორისო რესურსების თარგმანები და ყოველთვიური ვებინარები და ინტერვიუები დარგის სპეციალისტებთან. ასევე, შემუშავდება და პერიოდულად განთავსდება 5 თემატური ონლაინ კურსი, რომლის გავლა ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის იქნება შესაძლებელი. პირველი მათგანი - სოციალური ინოვაციები ცვლილებებისათვის - ხელმისაწვდომი იქნება აგვისტოდან.

კამპანიის ფარგლებში ასევე გამოცხადდება სოციალური ინოვაციების კონკურსი დაინტერესებული ადამიანების, ჯგუფებისა თუ ორგანიზაციებისათვის. კონკურსი ხელს შეუწყობს სოციალური ცვლილებების განხორციელებას ახალი ინოვაციური იდეების განვითარების გზით.

პროექტი შემუშავებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მიერ. მისი მხარდამჭერია შვეიცარიული ორგანიზაცია „ჰეკს-ეპერი“.
NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები