კომპანია „კონტაქტ ჰოუმმა“, რომელიც სამომხმარებლო ტექნიკის წამყვანი სავაჭრო ქსელია ამიერკავკასიაში, ისთ პოინთში ახალი მაღაზია გახსნა.
“კონტაქტ ჰოუმში” მოსულ მომხმარებლებს ტექნიკის სრული ასორტიმენტი, სპეციალური აქციები, ფასდაკლებები და სიურპრიზები დახვდებათ, რომელიც 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
„კონტაქტ ჰოუმის“ დირექტორი, რადიკ ასგარლი - „კონტაქტის ახალი მაღაზიის გახსნა ისთ პოინტში ჩვენი კომპანიისთვის განსაკუთრებული და საზეიმო ეტაპია. გახსნის დღემ უკვე აჩვენა, რამდენად დიდი ინტერესით შეხვდნენ მომხმარებლები ახალ სივრცეს — ჩვენთვის ყველაზე დიდი სიხარულია, როცა ვხედავთ კმაყოფილ და გახარებულ სტუმრებს. „კონტაქტ ჰოუმი“ მუდმივად ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს თანამედროვე ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ინოვაციური გამოცდილება. გვჯერა, რომ ჩვენს მაღაზიაში ვიზიტი სასიამოვნო და საინტერესო გამოცდილებად იქცევა ყველასთვის — იქნება ეს ახალი ტელეფონის შეძენა, საოჯახო ტექნიკის არჩევა თუ უბრალოდ თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა. კონტაქტში ყოველთვის იპოვით იმას, რაც გჭირდებათ და იმასაც, რაზეც ოცნებობთ.“

ყველა ასაკის სტუმრისთვის გათვლილმა შოუ პროგრამებმა, განსაკუთრებით ბავშვები გაახალისა. უსაჩუქროდ კი „კონტაქტ ჰოუმში“ მოსული არც ერთი მომხმარებელი არ წასულა. პარტნიორმა ბრენდებმა კი მომხმარებლები განსაკუთრებით წაახალისა, სპეციალურ თამაშებში ჩართული სტუმრები მათ საყვარელ ბრენდებზე საოცნებო შეთავაზებებს იღებდნენ.
„კონტაქტ ჰოუმის მომხმარებელი ვარ და გახსნაზე მეგობრებთან ერთად მოვედი. ჩემთვის ეს ჩვეულებრივი დღე უნდა ყოფილიყო, მაგრამ აღმოჩნდა განსაკუთრებული – ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ პრიზს მოვიგებდი. სინამდვილეში, არასოდეს არაფერი მომიგია და ეს პირველი შემთხვევა იყო. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ სწორედ გახსნის დღეს გავხდი გამარჯვებული და პანასონიკის ბრენდის საოჯახო ბლენდერი მოვიგე. ეს ჩემთვის დიდი სიურპრიზი და სასიამოვნო საჩუქარია,“ – აღნიშნა მანონი მაკარაძემ, კონტაქტ ჰოუმის მომხმარებელმა.

მაღაზია მართლაც რომ გამორჩეულია, თავისი ლოფტის თანამედროვე დიზაინით, სადაც განლაგებულია კომფორტული მოსაცდელი სივრცეები, გასართობი კუთხე ბავშვებისთვის და ყავის სადეგუსტაციო არეალი.
„კონტაქტ ჰოუმი“ საქართველოს ბაზარზე 2021 წელს შემოვიდა, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდები და 2,000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი. კომპანია ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური პარტნიორია, როგორიცაა: Toshiba, LG, Samsung, Apple, Midea, Panasonic და სხვა.
„კონტაქტ ჰოუმი“ არის ერთადერთი ტექნიკის მაღაზიათა ქსელი საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უპროცენტო შიდა განვადებას, გადახდის მეთოდს, სადაც ნებისმიერი მომხმარებელი, ბანკის ჩარევის გარეშე, პირადობის მოწმობის საფუძველზე ხდება ნივთის მფლობელი.
„კონტაქტ ჰოუმს“ აქვს ელექტრონული კომერციის პლატფორმა - kontakt.ge, სადაც ხელმისაწვდომია პროდუქციის შეძენა როგორც პირდაპირი გადახდით, ასევე შიდა განვადებით. აღსანიშნავია, რომ ონლაინ მაღაზია სთავაზობს მომხმარებელს სწრაფი მიტანის სერვისს და 15 კგ-მდე პროდუქციის მიტანას თბილისსა და ბათუმში კი 2 საათის მანძილზე.
ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით „კონტაქტ ჰოუმი” ხუთ მაღაზიას აერთიანებს. მიიმდინარე წლის ბოლომდე კი დამატებით სამი მაღაზიის გახსნაა დაგეგმილი საქართველოს რეგიონებსა და თბილისში.


























