მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონტეინერების საერთაშორისო გადაზიდვა წინა წელთან შედარებით 80%-ით გაიაფდა

649a894e8268d
შოთა ტყეშელაშვილი
27.06.23 11:31
1746
პანდემიის დაწყებისა და მიწოდების ჯაჭვების შეზღუდვის შემდეგ, მსოფლიოს მასშტაბით ტვირთის გადაზიდვის ხარჯები რეკორდულად გაიზარდა და სტანდარტული კონტეინერის საოკეანო ტრანსპორტირების საფასურმა 2021 წელს 11,000-დოლარიან ნიშნულსაც გადააჭარბა. თუმცა, მას შემდეგ ფასები რამდენჯერმე შემცირდა.

ბრიტანული საკონსულტაციო კომპანია Drewry ყოველთვიურად საკონტეინერო ფასების ინდექსს აახლებს. ამჟამად ინდექსი 1,535-ს შეადგენს, რაც წლიურ ჭრილში 79%-ით არის შემცირებული, ბოლო ერთ თვეში კი ინდექსმა 3.5%-ით იკლო.

Drewry-ის ინდექსის მიხედვით, ძირითადი მარშრუტების მიხედვით, კონტეინერის გადაზიდვის ფასები ასე ნაწილდება:

შანგჰაი-როტერდამი - $1,452, ფასის წლიური კლება 86%;
როტერდამი-შანგჰაი - $574, ფასის წლიური კლება 60%;
შანგჰაი-გენუა - $2,130, ფასის წლიური კლება 81%;
შანგჰაი ლოს-ანჯელესი - $1,896, ფასის წლიური კლება 79%;
ლოს ანჯელესი - შანგჰაი - $1,022, ფასის წლიური კლება 19%;
შანგჰაი - ნიუ იორკი - $2,975, ფასის წლიური კლება 76%;
ნიუ იორკი - როტერდამი - $794, ფასის წლიური კლება 35%;
როტერდამი - ნიუ იორკი - $3,375, ფასის წლიური კლება 53%;

გადაზიდვების ხარჯების კლებას პირდაპირი გავლენა აქვს მსოფლიოს გარშემო საქონლისა და მომსახურების ღირებულებაზე. ინდექსის კლება ამ მიმართულებით ინფლაციური წნეხის შემცირებაზე მეტყველებს.

Drewry-ის ინდექსი საქართველოს პორტებში კონტეინერების გადაზიდვის ფასების შესახებ ინფორმაციას არ მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები