მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონტრაბანდა მიუღებელია, დისციპლინაა საჭირო - "ვისოლი"

63c14985c8836
გიგა ბენია
13.01.23 16:10
1534
„კონტრაბანდა მიუღებელია, დისციპლინაა საჭირო“,- ამის შესახებ bm.ge-ს კომპანია „ვისოლში“ განუცხადეს. კომპანიის გენერალური დირექტორის, ვასილ ხორავას თქმით, ქვეყანაში კონტრაბანდული საწვავის რეალიზაცია "ვისოლის" გაყიდვებზე ნეგატიურად აისახება.

„ნებისმიერ მოწესრიგებულ ქვეყანაში კონტრაბანდა მიუღებელია. დისციპლინა უნდა იყოს დამყარებული. არის შემთხვევები, როდესაც რუსეთისა და აზერბაიჯანის ახლოს გაყიდვები გვიმცირდება, რაც კონტრაბანდის შედეგია. ამ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურს ვატყობინებთ, თუმცა უფრო მყისიერი რეაგირება გვჭირდება“,-აცხადებს ვასილ ხორავა და დასძენს, რომ ფისკალურმა სამსახურებმა საზღვრისპირა ადგილები აქტიურად უნდა შეამოწმონ.

„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ ინფორმაციით, საქართველოში თვეში 4-ათასამდე ტონა აღურიცხავი საწვავი იყიდება. კავშირის თავმჯდომარის განცხადებით, კონტრაბანდული საწვავი რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოდის.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები