მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონტრაბანდისა და უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილ იქნა კონტრაბანდისა და უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული საქონლის ჯამური ღირებულება აღემატება 230 000 ლარს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეხუთე და მე-200 მუხლის მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან 11 წლამდე ვადით.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, სატვირთო მანქანით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, თამბაქოს ნაწარმი და სხვა საქონელი, რომელიც შემდგომი ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მიზნით, გადაცლილ იქნა მათ მფლობელობაში არსებულ მანქანაში, რა დროსაც მოხდა მათი მხილება," - აცხადებს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი, თეონა დევდარიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები