მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კონტრაქტების ეფექტური აღსრულების სისტემის არსებობა მთავარი ატრიბუტია ჯანსაღი ბიზნესგარემოსთვის"

5773f0503d227
BM.GE
29.06.16 19:56
1465
ბიზნესმენებმა სასამართლო ხელისუფლებასთან შეხვედრაზე ორი საკითხი - დავების გაჭიანურება და კომპეტენციის პრობლემა დაასახელეს. ვისოლ ჯგუფის დამფუძნებლის სოსო ფხაკაძის განცხადებით, ამ ფორმატში შეხვედრები გაგარძელდება.

„ყოველგვარი პათეტიკის გარეშე გეტყვით, რომ ძალიან ღირებული შეხვედრა გვქონდა. ჩვენ ბიზნესასოციაცია ხშირად ვხვდებით აღმასრულებელ ხელისუფლებას, მაგრამ დღეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მასში მონაწილეობა მიიღო სასამართლო ხელისუფლებამ და ისინი 2 საათის განმავლობაში უნისონში საუბრობდნენ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ბიზნესი უფრო მეტად განვითარდეს, უფრო მეტად დაეხმაროს ზოგადად ეკონომიკის და ბიზნესის განვითარებას ქვეყანაში.

კონტრაქტების ეფექტური აღსრულების სისტემის არსებობა არის მთავარი ატრიბუტი იმისთვის, რომ ქვეყანაში ჯანსაღი ბიზნესგარემო იყოს, ეს ნიშნავს ბიზნესისთვის უფრო ნაკლებ რისკს, უფრო ნაკლებ დანახარჯებს ბიზნესისთვის და საბოლოო ჯამში, უფრო მეტ ნდობას აძლევს როგორ უცხოელ, ასევე ადგილობრივ ბიზნესმენს, უფრო მეტი ინვესტიცია ჩადოს ქვეყანაში, უფრო მეტი სამუშაო ადგილი შექმნას.

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ავალდებულებს სასამართლო უწყებას, მაინც ხდება დროში გაწელვა გარკვეული ბიზნესდავების. ეს აიხსნება იმით, რომ ბევრი საქმეა და მოსამართლეთა რაოდენობა არ არის საკმარისი“, - განაცხადა ფხაკაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები