მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კონტრაქტორ კომპანიას ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის პასუხი მოეთხოვება"

5addb0b909468
BM.GE
23.04.18 14:08
938
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, ქობულეთის მერთან და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ტურისტული სეზონის წინ, ზღვისპირა ზოლზე არსებულ ვითარებას გაეცნენ.

მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მუნიციპალური განვითარების ფონდმა გასული წლის შემოდგომაზე ქობულეთის სანაპიროზე ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი წელს, საზღვაო სეზონის დადგომამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა შემსრულებელმა კომპანიამ სამუშაოები შეაჩერა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოყვა.

არსებული პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას, აჭარის მთავრობასა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს მიაწოდა.

მინისტრის თქმით, კონტრაქტორ კომპანიას ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის პასუხი მოეთხოვება

„სამწუხაროდ ძალიან სავალალო მდგომარეობაა. მივიღეთ გადაწყვეტილება სამუშაოებში ჩაერთოს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია, რომელიც 1 მაისიდან დაიწყებს სამუშაოებს. ეს საშუალებას მოგვცემს პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი საზაფხულო სეზონის დაწყებამდე დავასრულოთ და არსებული ვითარება რადიკალურად გამოვასწოროთ“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები