მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კონტროლი ვალუტით, შესაძლო, მანიპულირებაზე - ტრამპის გეგმები "სავაჭრო ომში"

5bc48d7806ba5
ნინი თურქია
15.10.18 16:51
663
დონალდ ტრამპი ჩინეთის მთავრობას ვალუტით მანიპულირებაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ ექსპორტის გაიაფების მიზნით, იუანი ხელოვნურად არის დასუსტებული, ამის შესახებ Bloomberg-ი საუბრობს.

„სავაჭრო დაძაბულობა ხელს უწყობს ჩინეთის ეკონომიკისა და ვალუტის დასუსტებას. ტრამპის მხრიდან გაჟღერებული არაერთი მუქარისა და სავაჭრო ომში ჩინეთისთვის დაწესებული სავაჭრო ტარიფების შედეგად, იუანი უფასურდება“,- განაცხადა აშშ-ს ხაზინის წარმომადგენელმა მარკ სობერმა.

ჩინეთის სახალხო ბანკის მმართველის განცხადებით, ჩინეთი ვალუტას სავაჭრო კონფლიქტთან გასამკლავებლად იმ შემთხვევაშიც კი არ გამოიყენებს, თუ ტარიფები უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს.

ტრამპმა Bloomberg News-თან საუბრისას განაცხადა, რომ „აშშ ძალიან მკაცრად აკონტროლებს მიმდინარე სიტუაციას რათა არ მოხდეს შესაძლო მანიპულაციები“. Bloomberg-ის თანახმად, იუანი ყველა სხვა დანარჩენ ვალუტაზე მეტად არის ჩათრეული მიმდინარე პროცესებში.

აშშ-ს ხაზინის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, აპრილში ისინი რუსეთის, ტაილანდის, ინდონეზიის, ვიეტნამის, ირლანდიის ან მალაიზიის ქვეყნების კვლევასც აპირებენ. „ეს კი გულისხმობს იმას, რომ აშშ სავაჭრო პარტნიორებისგან უფრო მეტ სავალუტო გამჭვირვალობას მოითხოვს“, - აცხადებს სავალუტო ექსპერტი ვირაჯ პატელი.
აშშ-ს ხაზინის სიაში ინდოეთიც მოხვდა, რომელმაც გასულ წელს ვალუტის ყიდვა ააქტიურა და 2017 წელს ეს მაჩვენებელი $22.9 მილიარდს გაუტოლდა.
წელს კი ინდორთის მთავრობამ, რუპიის გამყარების მიზნით $26 მილიარდი დახარჯა.

ტრამპი ევროკავშირის ქვეყნებსაც შეეხო და განაცხადა, რომ „ისინი საპროცენტო განაკვეთის დაბალ დონეზე შენარჩუნების მიზნით, საკუთარი ვალუტით მანიპულირებას ახდენდნენ“.

გერმანია ხაზინის მონიტორინგის სიაში 2016 წლიდან იმყოფება და განსაკუთრებული კრიტიკის ქვეშ მიწოდების მაღალი მაჩვენებლის გამო მოექცა.

2017 წელს გერმანიის სავაჭრო ბალანსმა აშშ-სთან 50.41 მილიარდი ევრო შეადგინა, ხოლო გერმანიის საგარეო ვაჭრობის ბალანსი (ევროებში) 244.44 მილიარდს გაუტოლდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები