მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონტრციკლური ბუფერის დაგროვება მიკრობანკებსაც მოუწევთ

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, კაპიტალის კონტრციკლური ბუფერი მიკრობანკებზეც გავრცელდება. გასულ კვირას გამართულ სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიჩნია, რომ ბუფერის ეტაპობრივად დაგროვების პრინციპი სამომავლოდ ახალი ტიპის საფინანსო ორგანიზაციებზეც უნდა გავრცელდეს. ამასობაში კი მიკროსაფინანსო სექტორის ორი მსხვილი მოთამაშე მარეგულირებლისგან კვლავ მიკრობანკის ლიცენზიის მიღების მოლოდინშია. რამდენად მზად იქნებიან მიკრობანკები კაპიტალის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, როდის შეიძლება ვიხილოთ საფინანსო ბაზარზე პირველი მიკრობანკი და რა სტრუქტურა ჩამოყალიბდება მას შემდეგ, რაც მისოების სექტორს ორი მსხვილი მოთამაშე დატოვებს.

სტუმარი: ნინო დევდარიანი - „საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის“ თავმჯდომარე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები