მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონცერტების პროგრამას 125,000 მაყურებელი დაესწრო, მათ შორის 19,000 ტურისტი იყო - Starring Georgia

black sea arena

Black Sea Arena უკვე მეორე წელია სუბსიდირებული კონცერტების პროექტ Starring Georgia-ს ახორციელებს. სახელმწიფო კომპანიამ პროექტის შედეგები წარადგინა, რომლის მიხედვითაც მათ მიერ ორგანიზებულ 8 კონცერტს საერთო ჯამში 125,000 მაყურებელი დაესწრო, საიდანაც 18,750 ტურისტი იყო.

Starring Georgia-ს შეფასებით, მათ ღონისძიებებზე დამსწრე ტურისტებმა საქართველოში 60 მილიონი ლარი დახარჯეს.

პროექტ Starring Georgia-ს ბიუჯეტი 70 მილიონ ლარს შეადგენს და მას Black Sea Arena ახორციელებს. სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი რამდენიმე დღის წინ მთავრობამ კულტურის სამინისტროს ჩამოართვა და მისი აქტივები და მართვის უფლება მთავრობის ადმინისტრაციას გადასცა.

2023 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, კონცერტების პროგრამა ზარალიანი იყო, რადგანაც მათი ორგანიზება 37 მილიონი ლარი დაჯდა, ხოლო ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი 15 მილიონი ლარი, სპონსორობის შემოსავალი კი 3 მილიონი ლარი იყო. შესაბამისად, სახელმწიფო კომპანამ ჩადებული თანხის ნახევარის ამოღებაც ვერ შეძლო. ამ თანხით გასულ წელს ბრუნო მარსის, Imagine Dragons-ისა და The Killers-ის კონცერტები გაიმართა. 2024 წლის 31 მაისს კი სუბსიდირებული კონცერტების პროგრამის ფარგლებში Scorpions-ის კონცერტი გაიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები