მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები სახელმწიფოსგან ბინებს მიიღებენ

5afbce8a32a7c
მეგი კავთუაშვილი
16.05.18 10:20
3640
3 000-ზე მეტი ოჯახი, რომლებიც 90-იანი წლებიდან ბინათმშენებლობის კოოპერატივით დაზარალებულების სტატუსს ატარებენ, ბინებს მიიღებენ. გადაწყვეტილება თბილისის მერმა, მიიღო. როგორც კახა კალაძემ დღეს მთავობის სხდომაზე განაცხადა პირველ ეტაპზე 800 ოჯახი დაკმაყოფილდება. მათი შერჩევა კი სოციალური ქულების რეიტინგით მოხდება.

„3 000-ზე მეტი ოჯახია, რომლებმაც თავის დროზე გადაუხადეს სახელმწიფოს ფული, მაგრამ სახელმწიფომ ვერ შეძლო მათ წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება. ადამიანები დაბერდნენ ლოდინში თუ როდის მიიღებენ ბინებს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩემი მერობის პირობებში დავასრულოთ ეს პრობლემა. სამწუხარო რეალობაა, რომ ის მიწის ნაკკვეთები, რომლებზეც უნდა აშენებული მათთვის საცხოვრეებლი ფართი, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს გაიცა საკუთრებაში და ამით მინიმუმამდე შემცირდა შესაძლებლობა რომ ამ ადამიანებს ბინები მიღოთ. მაგრამ, ჩვენ პირველ ეტაპზე მაინც მოვიძიეთ 16 ჰა მიწის ნაკვეთი და მინიმუმ 800 ოჯახს დავაკმაყოფილებთ. ასევე გავაგრძელებთ მუშაობას და უახლოეს მომავალში კიდევ წარმოგიდგენთ მიწის ნაკვეთებს. როგორი იქნება წესები: პირველ ეტაპზე დაკმაყოფილდება ყველაზე დაბალი სოციალური სარეიტინგო ქულების მქონე ოჯახები. დეველოპერული კომპანიების შერჩევა კონკურენტუნარიან გარემოში მოხდება“ - განაცხადა კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე.

თბილისის მერმა მოუწოდა დაზარალებულებს, თუ სოციალური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა არ აქვთ, მიმართონ შრომის, ჯანმრთლობისა და სიციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები