მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულების გასტუმრებას მერია 3-4 წლიან პერიოდში გეგმავს

5afd3d1ef3c45
თათია ჩაფიჩაძე
17.05.18 12:27
779
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 3000-მდე პირი საცხოვრებელ სახლებს 3- 4 წლიან პერიოდში მიიღებენ. მერიაში აცხადებენ, რომ ინტერესთა გამოხატვას დედაქალაქის მთავრობა მომდევნო კვირებში გამოაცხადებს, პირველ ეტაპზე შერჩეული სამშენებლო კომპანიები კი 800-მდე ოჯახის ბინით დაკმაყოფილებას სვარაუდოდ 2019 წლის ბოლომდე უზრუნველყოფენ.

„პირველი ტალღა ფაქტობრივად მზად არის იმისთვის, რომ ტენდერი გამოცხადდეს, სავარაუდოდ ეს მომდევნო 2 კვირაში მოხდება, რამდენიმე თვეში გამოვავლენთ გამარჯვებულს და მას შემდეგ უკვე წელიწად- წელიწად ნახევარში სამშენებლო პროცესი დასრულდება. პალალელურ რეჟიში დაიწყება მომდევნო ტალღა და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ თბილისში მოგვარდება გლობალურად. სავარაუდოდ ამას დასჭირდება 3-დან 4 წლამდე პერიოდი.

აქვე მინდა ავღნიშნო, რომ აქამდე ასოციაციის წევრები თავად იძიებდნენ მიწის ნაკვეთებს, პოულობდნენ ინვესტორებს და შემდეგ ხდებოდა სხვადასხვა მცირე ჯგუფების დაკმაყოფილება. ჩვენ ასეთი მიმდინარე პროცესი რამდენიმე დაგვხდა, ამას დავასრულებთ, თუმცა გასტუმრება ამ ფორმით აღარ გაგრძლდება, რადგანაც მიგვაჩნია,რომ ეს არ იყო სწორი იმის გამო, რომ იყო სეგნეტური და დროში გაწელილი.“ - უთხრა „საქმიან დილას“ ილია ელოშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები