მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კოოპერატივების განვითარების სააგენტო: 310-ზე მეტ კოოპერატივს სტატუსი შეუჩერდა

58b5832505295
სალომე მეცხვარიშვილი
01.03.17 09:45
1297
2014 წლიდან დღემდე 310-ზე მეტ კოოპერატივს სტატუსი შეუჩერდა ,- ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი მიშელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს კოოპერატივების მონიტორინგის ფუნქციაც აქვს, შესაბამისად, მონიტორებმა კოოპერატივების საქმიანობაში დარღვევები აღმოაჩინეს.

"კოოპერატივების ნაწილი კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, წესდებით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებდა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას არ აწარმოებდა, შესაბამისად, მათ არ უნდა ჰქონოდათ კოოპერატივის სტატუსი, თუმცა, მათ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ თავიანთი საქმიანობა გააგრძელონ",- აცხადებს მიშელაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები