მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოოპერატივმა "დკ ქოლგამ" ბროკოლის მოყვანა დაიწყო

5c05406e81d21
მარიამ ადამია
03.12.18 18:31
872
“დკ ქოლგა” სამეგრელოში არსებული კიდევ ერთი კოოპერატივია, რომელიც ENPARD-ის პროგრამაში მონაწილეობდა.

მისი ძირითადი საქმიანობაა სასათბურე მეურნეობა, კერძოდ -  მარწყვის წარმოება, თუმცა სათბურებში მოჰყავდათ სხვადასხვა ბოსტნეული, ყვავილები და მწვანილები; ბროკოლის მოყვანა კი, შემოდგომიდან დაიწყეს და მოსავალს 2 თვეში აიღებენ.

ახლო მომავალში კოოპერატივის თავმჯდომარე დავით კუჭუხიძე ჩირის საწარმოს გახსნასაც აანონსებს, რომელიც დაახლოებით, ერთ თვეში დაიწყებს ფუნქციონირებას და  ჯამში, 17 ათას ლარზე მეტის ინვესტირება განახორციელა.

„ამჟამად ყველა დანადგარი შეძენილი გვაქვს, ველოდებით მხოლოდ სპეციალურ მაცივარს, რომელსაც პროგრამა “დანერგე მომავალი” გადმოგვცემს და საბოლოოდ, დავიწყებთ ჩირის წარმოებას. პირველი იქნება ვაშლის ჩირი, შემდეგ კი, ეტაპობრივად ვიზრუნებთ პროდუქციის გაფართოვებაზეც", - აცხადებს კოოპერატივის თავმჯდომარე დავით კუჭუხიძე.

მისივე თქმით, გეგმაშია თებერვლის ბოლოსთვის ცოცხალი ჯემის წარმოების დაწყებაც.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები