მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კორეასა და საქართველოს შორის სავაჭრო-საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის საკითხზე მემორანდუმი გაფორმდება

5c868617e5013
BM.GE
11.03.19 19:59
507
კორეის სავაჭრო-საინვესტიციო ხელშეწყობის სააგენტოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, - აღინიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას შეხვედრაზე კორეული სააგენტოს უფროს აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტ ჯონგჩუნ კიმთან. აღნიშნულ ორგანიზაციას მსოფლიოს 85 ქვეყანაში 127 წარმომადგენლობა აქვს.


შეხვედრაზე კორეული სააგენტოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს ვაჭრობისა და საინვესტიციო საქმიანობის მხარდაჭერის ინსტრუმენტებზე, რომლებიც მათ უცხო ქვეყნებში კორეული ბიზნესისთვის გააჩნიათ. აღინიშნა, რომ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა ქვეყნებს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით.


შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას კორეაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები