მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსი ჰაერითაც ვრცელდება – რა წერია CDC-ის განახლებულ გზამკვლევში

5f686fbc564a4
ნათია თაქთაქიშვილი
21.09.20 22:00
2898
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) საკუთარ ვებ-გვერდზე ინფორმაცია განაახლა. CDC-ის ახალ გაიდლაინებში აღნიშნულია, რომ კორონავირუსი შეიძლება გავრცელდეს რესპირატორული მცირე ნაწილაკების ან წვეთების საშუალებით, რომლებიც წარმოიქმნება მაშინაც კი, როდესაც ადამიანი სუნთქავს.

CDC-ი აღნიშნავს, რომ Covid-19-ი ყველაზე ადვილად გადამდებ და გავრცელებად ვირუსების ჯგუფს მიეკუთვნება და ასევე შეიძლება გავრცელდეს ასიმპტომური პაციენტებისგანაც.

ახალი გაიდლაინების მიხედვით, რესპირატორული მცირე ნაწილაკები იმაზე დიდხანს რჩება ჰაერში, ვიდრე ექსპერტები თავდაპირველად ვარაუდობდნენ და მისი გავრცელების არეალი 1.8 მეტრს აჭარბებს.

ახალ გაიდლაინებში CDC აღნიშნავს, რომ კორონავირუსის გავრცელება მარტივად ხდება, იმ ნაწილაკების მეშვეობით, რომელიც გამოიყოფა ცემინების, ხველების, საუბრის, სიმღერის და თუნდაც უბრალოდ სუნთქვის დროს.

იმისთვის, რომ ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდეს საკმარისია ნაწილაკები მოხვდეს ცხვირთან და პირთან, რის შემდეგაც სასუნთქი გზების მეშვეობით ის ჯანმრთელი ადამიანის ორანიზმში შეაღწევს და დააინფიცირებს მას.

ასევე ადამიანი იოლად დაინფიცირდება, იმ შემთხვევაში თუ ის შეეხება იმ ნივთის ზედაპირს, რომელზეც კორონავირუსის ბაქტერია მოხვდა რესპირატორული ნაწილაკების მეშვეობით.

ვირუსი ყველაზე მარტივად კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანიდან მეორე ადამიანზე გადადის, იმ შემთხვევაში თუ ინფიცირებულთან დისტანცია არ არის დაცული და ასევე დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებიან ახლო კონტაქტში.

ახალი გაიდლაინების მიხედვით, ამ ეტაპზე არ არის დადასტურებული რომ კორონავირუსი შესაძლებელია ცხოველისგან ადამიანს გადაედოს, მაგრამ ის შესაძლებელია ადამიანისგან ცხოველს გადაედოს.

CDC-ი ახალ გაიდლაინებში აღნიშნავს, რომ ვირუსის გავრცელების შემცირების მიზნით ადამიანებმა მინიმუმ 1.8 მეტრამდე დისტანცია უნდა დაიცვან, ერთმანეთთან ურთიერთობისთვის გამოიყენენ სოციალური მედია, გამოიყენონ პირბადეები, სისტემტიურად დაიბანონ ხელები და დაიმუშავონ 60 პროცენტიანი სანიტაიზერით, აუცილებლად დარჩნენ სახლში, თუ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდათ. ასევე რუტინული წესით დაამუშავონ ყველანაირი ზედაპირი, რომელსაც ხშირად ეხებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები