მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსი იპოვის ყველას, ვინც არაა იმუნური და ყველას დაემართება - იმნაძე

616ec1944e5d0
ინგა მურუსიძე
19.10.21 16:57
1106
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ როცა ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის ვაქცინა არის, "ლოქდაუნებზე" საუბარი არ უნდა იყოს. ამის შესახებ იმნაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„იყო ეტაპი, როცა შეზღუდვები იყო ერთადერთი გამოსავალი. ყველა გათვლებით, გასული წლის გაზაფხულზე დაწესებულმა შეზღუდვებმა, ამ ქვეყანაში მინიმუმ 10 000 სიცოცხლე შეინარჩუნა, მაგრამ ახლა სხვა დროა - ახლა ვაქცინა გვაქვს. შეზღუდვები საჭირო გახდება იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო სექტორი ვეღარ გაუძლებს დატვირთვას. ადამიანებმა კეთილი ინებონ და აიცრან. ქვეყანა ვერ გაჩერდება იმიტომ, რომ ქვეყანა ვერ გაჩერდება“, - განაცხადა იმნაძემ.

აქვე მან აგვისტოს თვეში ინფიცირებულთა მაჩვენებლის პიკზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოში იმაზე ხუთჯერ მეტი ავადმყოფი იყო, ვიდრე - ინდოეთში.

„ხუთჯერ მეტს გაუძლო ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ. ახლაც ისეთი გზით მივდივართ, რომ ცოტა ხანში ზუსტად იგივე განმეორდება, რაც აგვისტოში იყო და შეიძლება ცოტა რთულიც. შესაძლოა, მეტი ავადმყოფი გვყავდეს, ვიდრე აგვისტოში გვყავდა“, - განაცხადა იმნაძემ.

NCDC-ს ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, "კორონავირუსი იპოვის ყველას, ვინც არ არის იმუნური და ყველას დაემართება". „იმის იმედი არავის ჰქონდეს, რომ ვინმე კორონას გადაურჩება“ , - თქვა იმნაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები