მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსი ნათია მეზვრიშვილსაც დაუდასტურდა

5fa04b7b83463
თამთა ჯიჯავაძე
02.11.20 22:07
722
კორონავირუსი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნათია მეზვრიშვილსაც დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად გაავრცელა "ფეისბუქზე".

"დამიდასტურდა Covid -19. კარგად ვარ, სახლში გავდივარ მკურნალობას და შეძლებისდაგვარად ვაგრძელებ მუშაობას. მადლობა ყველას მოკითხვისთვის", – წერს მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში. ნათია მეზვრიშვილი კოვიდ-ინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. 

შეგახსენებთ, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია გიორგი გახარიას ინფიცირების შესახებაც.

ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერიც სახლში მკურნალობს და თავს კარგად გრძნობს.

ცნობისთვის, თვითიზოლაციაში იმყოფება ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები