მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის ეფექტის მიუხედავად, "ჯუმითი 2014" ჩინეთში 14 ტონა დაფნას გაიტანს

5e6e2f86bd794
ნუცა ბაზლიძე
15.03.20 17:55
1260
ჩხოროწყუში მდებარე დაფნის საწარმო "ჯუმითი 2014", რომელიც უკვე 1 წელია ფუნქციონირებს, ძირითადად ექსპორტზეა ორიენტირებული და ამჯერად, ჩინეთის ბაზარზე გასასვლელად ემზადება. ამის შესახებ BM.GE-ს "ჯუმითი 2014"-ის მენეჯერმა გოდერძი სალიამ განუცხადა.

როგორც გოდერძი სალია განმარტავს, კორონავირუსის გავრცელებამ აღნიშნული პროცესი შეაფერხა, თუმცა ჩინეთში 14 ტონა დაფნის გატანა მაინც იგეგმება. გარდა ჩინეთისა, საწარმოში გადამუშავებული დაფნა უკრაინაშიც ხვდება.

"ვმუშაობთ, რომ ISO სერტიფიკარტი ავიღოთ, ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ევროპის ბაზარზე გავიდეთ", - დასძენს გოდერძი სალია.

ამასთან, გოდერძე სალიამ BM.GE-სთან საუბრისას, 2020 წელს 120 ტონა დაფნის გადამუშავება დააანონსა. რაც შეეხება ნედლეულს, როგორც გავარკვიეთ, საწარმოს ნედლეულით მომარაგებაში ასობით ადამიანია ჩართული, დასაქმებულთა რაოდენობა კი 40-ს აღემატება.

გოდერძი სალია აღნიშნავს, რომ სამომავლოდ, საწარმოს გაფართოებიდან გამომდინარე, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაც იგეგმება.

ამ ეტაპზე, საწარმო ჩვეულ რეჯიმში აგრძელებს მუშაობას, თუმცა კორონავირუსის ფონიდან გამომდინარე, რეკომენდაციებს ელოდებიან.

რაც შეეხება საწარმოს საინვესტიციო ღირებულებას, ის დაახლოებით 1 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 367 000 ლარი სახელმწიფოს თანადაფინანსებით განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები