მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის გამო, თბილისში, 25-28 მარტს დაგეგმილი ჯაზ-ფესტივალი გადაიდო

5e6a3d1ac00ec
BM.GE
12.03.20 17:44
867
კორონავირუსის გამო, თბილისში, 25-28 მარტს დაგეგმილი რიგით 23-ე საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას ღონისძიების ორგანიზატორი "ისთერნ პრომოუშენსი" ავრცელებს.

"11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გავრცელება პანდემიად შეაფასა და კიდევ ერთხელ გასცა რეკომენდაციების პაკეტი ვირუსის კიდევ უფრო მეტად გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. აღნიშნული პაკეტი მოიცავს როგორც ჰიგიენური ნომრების დაცვის, ასევე ხალხმრავალ ადგილებზე მოხვედრისგან თავის არიდების რეკომენდაციებსაც.

მსოფლიოსა და საქართველოში არსებული ვითარებისა და საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, შპს "ისთერნ პრომოუშენსმა", ფესტივალში მონაწილე ვარლკვლავებთან შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება, 25-28 მარტს დაგეგმილი თბილისის რიგით 23-ე საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალის გადადების თაობაზე. შესაბამისი მოლაპარაკებები შემსრულებლებთან უკვე მიმდინარეობს და ახალ თარიღებზე ინფორმაციას ახლო მომავალში მოგაწვდით.

ბუნებრივია, ფესტივალზე დასასწრები გაყიდული ბილეთები ძალაში რჩება", - ნათქვამია "ისთერნ პრომოუშენსის" განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები