მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის გავრცელება უკვე ჩუტყვავილას გაუსწორდა - პაატა იმნაძე

619a5596726fa
თელარა გელანტია
21.11.21 18:18
1042
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების ტემპი უკვე ჩუტყვავილას გავრცელებას გაუსწორდა. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.

"სამწუხაროდ, სანამ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა არ აიცრება, კორონა ისეთი ვერაგი დაავადებაა, რომელიც მონახავს ყველა აუცრელს; ამიტომ ამის იმედი ნურავის ექნება, მისი გავრცელება უკვე ჩუტყვავილას გაუსწორდა, ამიტომ მაქსიმალურად მეტი ჩვენი თანამოქალაქე უნდა აიცრას იმისათვის, რომ ყოველდღიურად არ ვკარგავდეთ ამდენ ადამიანს ამ პატარა ქვეყანაში," - აცხადებს პაატა იმნაძე.

21 ნოემბრის მონაცემებით, სულ საქართველოში ჩატარებულია 2 095 168 აცრა. 20 ნოემბერს ქვეყანაში 4 638 ადამიანი აიცრა. NCDC-ის ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 106 359 ადამიანი ანუ მოზრდილი მოსახლეობის 38.9%.

სრულად აცრილია 979 607 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.3%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები