მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით პიკის ფაზაში ვართ - თამარ გაბუნია

620233d342daa
ინგა მურუსიძე
08.02.22 13:20
514
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით პიკის ფაზაში ვართ.

„მნიშვნელოვანია შევხედოთ რამდენი ხანი გაგრძელდება ეს პიკი და როდის უნდა დაიწყოს ინფექციამ უკან დახევა. მომდევნო რამდენიმე დღე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამ დაკვირვების თვალსაზრისით. დადებითობის მაჩვენებელი მაღალია. მომდევნო რამდენიმე დღე მოგვცემს მეტ მტკიცებულებას ითქვას, თუ როგორ ვითარდება ეპიდემია და როდიდან უნდა ველოდოთ უკან დახევას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში ინფიცირების 25 ათასამდე შემთხვევა გამოვლინდა, რაც 2 თებერვალს დაფიქსირებულ პიკთან შედარებით (26 ათასი შემთხვევა)ნაკლებია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები