მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის მიუხედავად M Technics-ის პროგნოზები არ შეცვლილა - "გავყიდით იმდენს, რაც დაგეგმილი გვქონდა“

5f2fae4818868
ინგა მურუსიძე, ლევან თაღიაშვილი
09.08.20 14:10
1885
2020 წლის მოლოდინი არის, რომ გავყიდით იმდენ პროდუქციას, რაც დაგეგმილი გვქონდა, - ამის შესახებ bm.ge-ს საქართველოში Midea-ს ოფიციალური წარმომადგენლობის M Technics-ის გენერალური მენეჯერის მოადგილემ, ივანე კვირიკაშვილმა განუცხადა.

"რეალურად, 2019 წლის შემდეგ მოლოდინი იყო, რომ რეალიზაცია გაიზრდებოდა, თუმცა კოვიდის გამო სურათი რადიკალურად შეიცვალა. მოგვიანებით გადავხედეთ გეგმებს და ვვარაუდობდით, რომ 50-60%-ით დაეცემოდა გაყიდვები, თუმცა მაისში, რეალიზაციის კლება იყო მაქსიმუმ 20%. ივლისსა და სხვა თვეებში შედარებით მეტია გაყიდვები და არ ვიტყოდი იმას, რომ ჩვენმა მოლოდინმა არ გაამართლა. წლის ჭრილში ალბათ გავყიდით იმდენს, რაც დაგეგმილი გვქონდა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება ფაქტორებს, თუ რამ განაპირობა გაყიდვების ზრდა, მენეჯერის მოადგილე ამბობს, რომ გარდა ამინდისა, ხელშემწყობი იყო ისიც, რომ იმ დროისთვის პროდუქციის სრული ასორტიმენტი ჰქონდათ.

„მომხმარებელი მობრუნდა და თუ გათვლილი ჰქონდა, რომ შეისყიდიდა მაგალითად 3000 ლარიან პროდუქტს, შეიძინა 1500 ლარიანი, თუმცა მთავარია, რომ ყიდვაზე უარი არ უთქვამს. კონდინციონერი აღარ არის ფუფუნების საგანი, მაცივრის მსგავსად უკვე ყველა საჭიროების გამო ყიდულობს. ზოგადად თუ ვიტყვით, 2020-ის მოლოდინი არის, რომ გავყიდით იმდენ პროდუქციას, რაც დაგეგმილი გვქონდა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები