მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კორონავირუსის პანდემიის გამო, სახალხო დამცველის აპარატი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

5e6a5df09e93d
BM.GE
12.03.20 20:04
834
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიის გამო, საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 16 მარტიდან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის, რაც აპარატის თანამშრომელთა დიდი ნაწილისთვის მუშაობის დისტანციურ რეჟიმს გულისხმობს.

"აღნიშნული არ ვრცელდება სახალხო დამცველისა და მისი მოადგილეების საქმიანობაზე, ასევე, აპარატის იმ თანამშრომლებზე, რომელთა ადგილზე ყოფნა აუცილებელია სახალხო დამცველის აპარატის კონსტიტუციური მანდატის უწყვეტი განხორციელებისთვის (მათ შორის, დახურულ დაწესებულებებში ვიზიტებისთვის).

ამასთან, მთავრობის მხრიდან განსხვავებული რეკომენდაციების მიღებამდე, სახალხო დამცველის აპარატი დროებით აჩერებს მოქალაქეთა მიღებას ცენტრალურ და რეგიონულ ოფისებში. მოქალაქეებს განცხადებებისა და საჩივრების შემოტანა 24 საათიან რეჟიმში შეეძლებათ როგორც ელექტრონულად, ასევე ცხელი ხაზის მეშვეობით.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს შეგიძლიათ მიმართოთ ელექტორნულ მისამართზე [email protected] და ცხელი ხაზის მეშვეობით, ნომერზე - 1481", – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები