საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული შემთხვევების რიცხვი 38-მდე გაიზარდა, - განცხადება ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ გააკეთა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული 38 პაციენტიდან 1 ბინაზეა გაწერილი თვითიზოლაციისთვის.
„ჩვენთან სიახლე ის არის, რომ ინფიცირებულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა. 4 დადასტურებული შემთხვევა შემოგვემატა. 38-დან 31 ჩვენს ცენტრშია, მათგან 1 ბინაზეა გაშვებული თვითიზოლაციაში. ჩვენთან მოთავსებული ახალი პაციენტების ისტორია უკავშირდება მანამდე ინფიცირებული პაციენტების კონტაქტებს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

























