მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსით ინფიცირებული 12 პაციენტი თბილისში, ერთი კი საჩხერეში მკურნალობს

5e64c374c5285
BM.GE
08.03.20 14:02
1657
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების სულ 13 შემთხვევა არის გამოვლენილი. ინფიცირებულთა უდიდეს ნაწილს ვირუსის სიმპტომები იტალიაში მოგზაურობის შემდეგ გამოუვლინდა. 

ამ პაციენტებიდან 12 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ერთი კი საჩხერის საავადმყოფოში მკურნალობს. 

პირს, რომელსაც კორონავირუსი საჩხერის საავადმყოფოში დაუდასტურდა, იტალიაში მყოფ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის თქმით, კლინიკაში ვირუსის სიმპტომით კიდევ ერთი პაციენტია მოთავსებული და მის პასუხს ლუგარის ლაბორატორიიდან ელოდებიან.

დღეს, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს 9 პაციენტს კორონავირუსის არსებობაზე ტესტირება ჩაუტარდება. ამის შესახებ საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში სულ 39 პაციენტი იმყოფება, საიდანაც 12-ს ვირუსის არსებობა დადასტურებული აქვს. 

"დღეს დილის მდგომარეობით ჩვენს ცენტრში წევს 39 პაციენტი. გუშინ, დღის განმავლობაში ორ ეტაპად ჩატარდა კვლევა, ვირუსზე ტესტირება და 23 პაციენტთან მიღებულია უარყოფითი პასუხი და ერთი შემთხვევა დაგვიდასტურდა, დაგვემატა.

ამ ეტაპზე ჩვენთან უკვე წევს 12 ინფიცირებული პაციენტი, 12 დადასტურებული შემთხვევა. დღეს დილისთვის 9 პაციენტია, რომელთანაც უნდა მოვიდნენ ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლები და აუღონ ცხვირ-ხახის ნაცხი, ვირუსის ტესტირებისთვის. ჩემი ცენტრის მონაცემებით გეუბნებით, ჩემთან ამ ეტაპზე წევს 12 პაციენტი,"- განაცხადა ეზუგბაიამ.