"კორონავირუსით შესაძლოა მილიონობით ადამიანი დაიღუპოს" - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიო ლიდერებმა უნდა იმუშაონ ერთად, რათა ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალონ.
"თუ ჩვენ მივცემთ შესაძლებლობას ვირუსს გავრცელდეს როგორც ტყის ხანძარი - განსაკუთრებით მსოფლიოს ყველაზე მოწყვლად რეგიონებში - ის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს. გლობალური სოლიდარობა არ არის მხოლოდ მორალური იმპერატივი, ეს ყველას ინტერესებში შედის", - განაცხადა ანტონიო გუტიერეშმა.
შეგახსენებთ, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით დაინფიცირების 236 921 შემთხვევაა დადასტურებული. დაიღუპა 9 829 ადამიანი.




























