საქართველოში პირველად, "კორპორაცია ქინძმარაული", შშმ ტურისტებს, ადაპტირებულ ტურებს შესთავაზებს, - ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნუგზარ ქსოვრელმა განუცხადა. მისივე განმარტებით, სრულად გადააკეთეს ყვარელში ღვინის საწარმოს ინფრასტრუქტურა და ეზო, რათა შშმ პირებს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონოდათ. ამისთვის კომპანიამ 600 ათასი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
"სამუშაოები დასრულების ფაზაშია და ამ თვის ბოლოს უკვე სრულიად ადაპტირებული იქნება საწარმო შშმ პირებისთის, მათ შორის მთლიანად გადაკეთა ეზო, დაემატა ლიფტი სარადაფში ჩასასვლელად, საპირფარეშოები, გადაკეთდა სადუღარი სისტემები და მთლიანი ინფრასტრუქტურა.
ჩვენ შარშან 46 ათას ტურისტს ვუმასპინძლეთ, რომლებმაც საწარმოში ღვინის დეგუსტაციებში მიიღეს მონაწილეობა, ამ რაოდენობიდან რაღაც ნაწილი იყვნენ შშმ პირები, რომლებთანაც საკმაოდ უხერხულად ვიგრძენით თავი, რადგან მათ უჭირდათ საწარმოში თავისუფლად გადაადგილება და ბევრ რამეს ვერ ნახულობდნენ, როდესაც ეტლით მოძრაობს ადამიანი, ბუნებრივია, იქ საქმე რთულადაა... ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენი ინფრასტრუქტურა მათზე მორგებული გაგვეხადა“ - განაცხადა ნუგზარ ქსოვრელმა.

























