კორპორატიული გაყიდვების კურსი და დასაქმების შესაძლებლობა, რომელსაც PSP დაზღვევა, ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია სოლუშენერი და PSP აკადემია გვთავაზობს. გაყიდვების კურსი შექმნილია იმისათვის, რომ კანდიდატები გახდნენ წარმატებული მენეჯერები, მიაღწიონ დასახულ მიზნებსა და შედეგებს, გამოიმუშაონ შესაბამისი უნარები, შეისწავლონ კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის მართვა, შედეგად კი, მიღებული თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით, დასაქმდნენ მათთვის საყვარელ, საინტერესო და პერსპექტიულ სფეროში - PSP დაზღვევის კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტში, როგორც თბილისის, ასევე ბათუმის ფილიალში. დღეს სტუმრებთან ერთად სწორედ ამ შესაძლებლობაზე ვისაუბრებთ, რადგან დრო არ იცდის, კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატების შერჩევა-გასაუბრება სექტემბრის მეორე ნახევარში გაიმართება. რა უნდა გააკეთონ მსურველებმა, ვის უნდა დაუკავშირდეთ და ვისთვის არის აღნიშნული კურსი?
რეგისტრაციის გასავლელად გააგზავნეთ: CV და მოკლე სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტაზე: mariam@solution-er.ge
სტუმრები: ნანა აბურჯანიძე - ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია "სოლუშენერის" დამფუძნებელი და დირექტორი;
ალექსანდრე გოგიბერიძე - PSP დაზღვევის გენერალური დირექტორი