ქვეყნების ბიზნესგარემოს შეფასებაში გადასახადების დონეს ცენტრალური ადგილი უჭირავს. სხვა თანაბარ პირობებში, მეწარმეები ეძებენ ისეთ ქვეყნებს, სადაც გადასახადები დაბალია. დაბალ გადასახადებში იგულისხმება ისეთი საგადასახადო განაკვეთები, რომლებიც სხვა ქვეყნების საგადასახადო განაკვეთებთან შედარებით დაბალია. ზოგადად, რაც უფრო დაბალია ბეგარა, ესა თუ ის ქვეყანა სხვადასხვა კომპანიებისა თუ კორპორაციებისთვის მით უფრო მიმზიდველია. Trading Economic-ის განახლებული მონაცემების მიხედვით, როგორია კორპორაციული გადასახადის განაკვეთი დიდი ოცეულის წევრ ქვეყნებში?