კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2023 - ეს არის ჯილდო ბიზნესისთვის, რომელიც არის პროგრესული, თანამედროვე, ღირებულებებზე დაფუძნებული კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა ეყრდნობა მაღალ სტანდარტს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიისთვის, ისე საზოგადოებისთვის. გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით, შვედეთის მთავრობისა და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსი წელს მეექვსედ ჩატარდა, გუშინ კი რუსთაველის თეატრში, ღონისძიების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.