მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო

კორპორატიული

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით, შვედეთისა და USAID–ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის დაფინანსებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში, კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსი საქართველოში მეშვიდედ გაიმართება.

"კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2024 “ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის” ქართულ ბაზარზე მოქმედი სწორედ ისეთი ბიზნესისთვისაა განკუთვნილი, რომელიც არის პროგრესული, თანამედროვე, ღირებულებებზე დაფუძნებული;

ნომინაციები, ტრადიციულად, გაეროს მიერ 2015 წელს მიღებული მდგრადი განვითარების მიზნების მიხედვით შეირჩა.

2024 წელს გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში დაჯილდოვდებიან:

SDG4 - ხარისხიანი განათლება;

SDG8 - ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა;

SDG11 - მდგრადი ქალაქები და დასახლებები;

SDG12- მდგრადი მოხმარება და წარმოება;

SDG16 - მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები;

SDG17- პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის.

შემოსული განაცხადების განხილვა ორ – მსხვილი ბიზნესისა და მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორიაში მოხდება.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ ჯილდოს ვებგვერდზე bit.ly/CSA-2023GE

კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსის ფარგლებში, საქართველოში უკვე მეხუთედ, გაიმართება კონკურსი „მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის საქართველოში 2024“.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებს, რომლებიც საქმიანობენ ტელე/რადიო ან ციფრულ/ბეჭდურ მედია საშუალებებში.