მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კორუფცია და ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში" - რა წერია კორუფციის აღქმის ინდექსში?

5e29634ee4e37
BM.GE
23.01.20 13:08
1244
“საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბერლინის სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) 2019 წლის კვლევაში, რომელიც 180 ქვეყანას მოიცავს, საქართველოს 56 ქულა აქვს და 44-ე ადგილს იყოფს კოსტა-რიკასთან, ჩეხეთთან და ლატვიასთან.

რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა - ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს.

“საქართველოს შედეგი 2 ქულით გაუარესდა გასულ წელთან შედარებით. კვლევის მეთოდოლოგიის თანახმად, შედეგის 2-ქულიანი ცვლილება სტატისტიკურად უმნიშვნელოდ მიიჩნევა. საქართველო კვლავაც პირველ ადგილს იკავებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს შორის, თუმცა აღსანიშნავია ბოლო წლებში ინდექსში საქართველოს ქულის მხრივ პროგრესის ნაკლებობა, რაც ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებს”,- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, რეგიონის ქვეყნებიდან, 2019 წლის ინდექსში, 2018 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სომხეთისა და აზერბაიჯანის შედეგები (შესაბამისად, შვიდი და ხუთი ქულით).

TI-ის ცნობითვე, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების შედეგების ანალიზში ვკითხულობთ, რომ „სახელმწიფოს მიტაცება და ძალაუფლების კონცენტრაცია კერძო სუბიექტების ხელში მნიშვნელოვან დაბრკოლებად რჩება რეგიონში. საკვანძო ინსტიტუტებზე არაჯეროვანი გავლენა კვლავაც ძირითადი გამოწვევაა პოლიტიკური სისტემის კეთილსინდისიერებისთვის საქართველოში, რომლის შედეგიც კორუფციის აღქმის ინდექსში ორი ქულით გაუარესდა გასულ წელთან შედარებით.“

2019 წლის ინდექსში საქართველოს შედეგი მიუთითებს, რომ გადაუჭრელი რჩება ის პრობლემები, რაც გასული წლის ანგარიშში იყო ხაზგასმული:

-ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცავ უწყებებში
-კორუფცია და პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში
-სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება
-მთავრობის მიერ ორგანიზებული თავდასხმები დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე
-დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საგამოძიებო უწყების არარსებობა


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები