მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კორუფციის მაგალითი არ მქონია“ - ევროპული ბიზნესასოციაცია საქართველოში

5eea494b62fb0
ელენე კვანჭილაშვილი
17.06.20 21:00
1008
„გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ბიზნესის წარმოების ათწლიან პერიოდში, კორუფციის მაგალითი არ მქონია“ - ასეთია ევროპული ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელის ჯონ ბრეკეველდტის გამოცდილება საქართველოში, როგორც ის ამას გადაცემა „ანალიტიკა“-ს უყვება.

თუმცა, ჯონ ბრეკეველდტს სურს საქართველომ ასეთივე ყურადღება მიაქციოს გართულებული ბიუროკრატიის საკითხს, რადგან მას მიაჩნია, რომ „ეს არ არის უმნიშვნელო საკითხი“.

„გავიგე, რომ კორუფციას შეიძლება უფრო დიდი მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს, მაგრამ ბიუროკრატიაც პრობლემაა. ეს არ არის უმნიშვნელო საკითხი“ - ამბობს ჯონ ბრეკეველდტი - „სტრუქტურები, გადაწყვეტილების მიღების სტილი - ეს ყველაფერი ზოგჯერ არ მუშაობს და ამის მოგვარება აუცილებელია“.

ევროპული ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ COVID-19-ის პირობებში, როცა გაურკვევლობა ისედაც ძალიან მაღალია, ამ გამოწვევებს მთავრობა უფრო სერიოზულად უნდა მოეკიდოს.

„COVID-19-ის პირობებში ყველა ბიზნესს აქვს პრობლემა, ყველა სექტორს - ტურიზმს შეიძლება სხვებზე მეტად, მაგრამ მაინც ყველას - გაურკვევლობა არსად წასულა - ბიზნესმა არ იცის, რა მოხდება ერთი ან რამდენიმე თვის შემდეგ. ეს არავინ იცის და არა მხოლოდ საქართველოში - ყველგან მსოფლიოში.

საქართველოს დღეს აქვს შანსი, უპასუხოს ამ გამოწვევებს და გაასწოროს ის შეცდომები, რაც თავადაც იცის - ამ თემებზე არაერთი კვლევა, თუ სარეკომენდაციო წინადადება გვაქვს მომზადებული. ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ, რომ მოვიზიდოთ ინვესტორები”, - ამბობს ჯონ ბრეკეველდტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები