მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კორუფციაა, როდესაც პირადი ინტერესები წონის ყველა სხვა ინტერესს" - საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო "ოფშორების კანონზე"

ოფშორების კანონი

„კონკრეტული ბიზნესის ან ადამიანის ინტერესმა გადაწონა არა მარტო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზარალი, არამედ უფრო ფართო რეპუტაცია და ფინანსური სტაბილურობა შეიძლება შეიწიროს“, - ასე აფასებს BMGTV-ს გადაცემაში “ანალიტიკა” საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანტიკორუფციული გუნდის უფროსი ანალიტიკოსი, ალექსანდრე ქევხიშვილი ე.წ. “ოფშორების კანონს”.

მისი თქმით, სამართლებრივ ნაწილში არეული სიტუაციაა, რადგან სამინისტრო და კანონი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ის ასევე დასძენს, რომ ასეთი ტიპის კანონის მიღება, სახელმწიფოსთვის ერთგვარი შავი ხვრელია, რომელიც რა პრობლემას ჭრის არავინ იცის.

“რეალურად, როდესაც პარლამენტში ასეთი კანონები მიიღება, ასეთი ტიპის კანონები არის შავი ხვრელი. ჩვენ არ ვიცით, ხოლმე რატომ მიიღება ეს კანონები. რა პრობლემას ჭრის ეს კანონი? არავინ არ იცის. არანაირი ციფრები და გათვლები, არანაირი კონსულტაცია. რა სარგებელს მოიტანს ეს კანონი ვინმემ დაითვალა? ჯამში, ეს შთაბეჭდილებას ქმნის, რომ [ეს კანონი] ძალიან კონკრეტულ ბიზნეს ინტერესს ან ერთი ადამიანის ინტერესს არის მორგებული, ანუ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ფიზიკური აქტივები აქვს საზღვარგარეთ.

კვლევა, რომელიც დაიდო, მიანიშნებს იმაზე, რომ გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი სარგებელს მიიღებს, შეიძლება ქვეყნის ბიუჯეტმა მნიშვნელოვანი ზარალი ნახოს. რადგან საქართველოს შეეძლო ასობით მილიონი მიეღო”, - განმარტავს ქევხიშვილი.

მისივე შეფასებით, ცხადია, რომ ინვესტორების თვალში ქვეყნის რეპუტაციას შეიძლება საფრთხე ემუქრებოდეს, რადგან ის აღიქმება, როგორც ფულის გათეთრების შავი ხვრელი.

“როდესაც პირადი ინტერესები წონის ყველა სხვა ინტერესს. სწორედ ეს არის კორუფცია. როდესაც ძალაუფლების მქონე პირები მათ პირად ინტერესებს აყენებენ საჯარო ინტერესზე მაღლა და ეს არის უმაღლესი გამოვლინება“, - ამბობს ანალიტიკოსი.

ალექსანდრე ქევხიშვილის თქმით, ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულმა კანონებმა ქვეყნის რეპუტაცია, ევროპული პერსპექტივა და ფინანსური სტაბილურობა დააზიანა. შესაბამისად, ანალიტიკოსი იმედოვნებს, რომ ახალი პარლამენტი ამ კანონებს გადახედავს და გააუქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები