„ბიზნესმა უნდა იმუშაოს კორუფციის ყველა ფორმის წინააღმდეგ, ფულის 2გამოძალვისა და მექრთამეობის ჩათვლით“ – ეს არის გაეროს გლობალური შეთანხმების მეათე პრინციპი, რომელიც გაერომ 2004 წელს, 20 წლის წინ მიიღო, და რომელსაც, დღეის მდგომარეობით 22 000 -ზე მეტი კომპანია აწერს ხელს, ნერგავს სტანდარტს ძირითად საქმიანობაში და ყოველწლიურად ახდენს ანგარიშგებას პროგრესზე. საქართველოდან გაეროს გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის ხელმომწერი დღეის მდგომარეობით უკვე ორასი ორგანიზაცია არის.
კორუფცია ხელს უშლის ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას, ბიზნესის განვითარებასა და ინვესტიციების ზრდას ქვეყანაში, რითაც ყველაზე მეტად მოსახლეობის ღარიბი და მოწყვლადი ნაწილი ზარალდება.
რა მდგომარეობა გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოში?
საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო 180 ქვეყანას შორის 49-ე ადგილს იკავებს.
ამასთან, ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერება, ევროკომისიის თორმეტ რეკომენდაციას შორის იყო, რის საპასუხოდაც, 2022 წლის 30 ნოემბერს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო.
ანტიკორუფციული ბიუროს ამოცანაა, ხელი შეუწყოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ქვეყანაში, ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრითა და ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა შემუშავებით.
ქვეყანაში არსებული, ბოლო, საჯაროდ ხელმისაწვდომი, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია 2019-2020 წლების არის. დოკუმენტი ბიზნესთან მიმართებითაც განსაზღვრავს ამოცანას - “კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა, მართვის გამჭვირვალე პრინციპების დამკვიდრებითა და ბიზნესის კეთილსინდისიერების თანამედროვე მექანიზმების წახალისებით”.
როგორ შეგვიძლია მეტად შევუწყოთ ხელი ბიზნესის კეთილსინდისიერებასა და კორუფციის პრევენციას საქართველოში?
ინტერვიუერი: სალომე ზურაბიშვილი - გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი;
სტუმრები: გუჯა ამოზაშვილი - „ეფეს საქართველოს“ იურიდიულ საკითხთა მენეჯერი;
მაია გიორგაძე - გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის პარტნიორობისა და კერძო სექტორთან ურთიერთობის მენეჯერი