მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორუფციის რუკა - რეგიონებში კორუფციული ფაქტები იმატებს - TI

საქართველოს რეგიონებში სულ უფრო იმატებს კორუფციის სავარაუდო შემთხვევები. თანამდებობის პირებთან და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიები მსხვილ კონტრაქტებს იღებენ სახელმწიფო შემსყიდველებისგან. კორუფციის რუკას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აქვეყნებს. დოკუმენტში თავმოყრილია ის საეჭვო ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები, რომლებსაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” იკვლევდა სხვადასხვა დროს და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს ოფიციალურად მიმართავდა რეაგირებისთვის იმ სავარაუდო კორუფციის ფაქტებზე, რომლებიც ამ შესყიდვებში იკვეთებოდა. მაგალითად, აჭარის მაღალმთიანეთის მაჟორიტარის, ანზორ ბოლქვაძის ნათესავების კომპანიებმა 2016-2023 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან ჯამში 16 520 805 ლარი მიიღო. ბათუმის საკრებულოს ყოფილ წევრთან, ირაკლი თოფურიძესთან დაკავშირებული კომპანიები - „აჭარგანათება” და „განათება” უკონკურენტოდ იგებენ ტენდერებს აჭარის მუნიციპალიტეტებში - კომპანიებმა 79 627 110 ლარი მიიღეს.

სტუმარი: ზვიად ქორიძე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები