მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოშკი, რომელიც თავიდან სძულდათ – ეიფელის ისტორია

პარიზის ცაზე აღმართული რკინის გიგანტი დღეს სიყვარულის, ხელოვნებისა და რომანტიკის სიმბოლოა. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ეიფელის კოშკის ისტორია სრულიად განსხვავებულად დაიწყო. მე-19 საუკუნის ბოლოს, როდესაც ნაგებობა ჯერ კიდევ პროექტის დონეზე არსებობდა, მას მწვავე კრიტიკა და პროტესტი შეხვდა. არაერთი ხელოვანი და ინტელექტუალი მიიჩნევდა, რომ ეს მასიური რკინის კონსტრუქცია პარიზის ესთეტიკას გაანადგურებდა და ქალაქის სილამაზეს შეურაცხყოფას მიაყენებდა. თუმცა კოშკი მალევე იქცა ტექნოლოგიური პროგრესის სიმბოლოდ და დროთა განმავლობაში – ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაგებობად მსოფლიოში. დღეს ის მილიონობით ვიზიტორს იზიდავს და უკვე ძნელი წარმოსადგენია პარიზი მის გარეშე. კოშკი, რომელიც თავიდან სძულდათ — ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ იქცა გაკრიტიკებული იდეა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ სიმბოლოდ?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები