მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კოსმეტიკის ინდუსტრიის ტიტანი, ლეონარდ ლაუდერი გარდაიცვალა

lauder

2025 წლის 14 ივნისს სამყარო ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ცნობილ მეწარმეს – ლეონარდ ლაუდერს გამოეთხოვა, რომელიც 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის იყო Estée Lauder-ის თავმჯდომარე, ბიზნესმენი, ფილანთროპი და კოლექციონერი, რომელმაც ოჯახური ბიზნესი გლობალურ კოსმეტიკურ იმპერიად გადააქცია.

ლეონარდ ლაუდერი 1933 წელს ნიუ-იორკში დაიბადა. მისი დედა, ესტე ლაუდერი, ბრენდის დამფუძნებელი და კოსმეტიკის ინდუსტრიაში ერთ-ერთი პირველი ქალი მეწარმე იყო. ლეონარდმა განათლება პენსილვანიის უნივერსიტეტსა და კოლუმბიის ბიზნესსკოლაში მიიღო, თუმცა მის ნამდვილ აკადემიად დედისგან ნასწავლი ხელობა და საოჯახო საქმეში პრაქტიკული მონაწილეობა იქცა.

ლაუდერის ხელმძღვანელობით Estée Lauder-მა დიდი აღმასვლა განიცადა. მისი ძალისხმევით შეიქმნა და შესყიდული იქნა ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა: Clinique, MAC, Bobbi Brown და La Mer.

თუმცა ლაუდერის მემკვიდრეობა მხოლოდ ბიზნესით არ შემოიფარგლება. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე გულუხვი ფილანთროპი ამერიკაში. მან მუზეუმებს ასობით მილიონი დოლარის ღირებულების ნამუშევრები გადასცა, რომელთა ავტორები იყვნენ: პაბლო პიკასო, ჟორჟ ბრაკი, ფერნან ლეჟე და სხვები.

„მე არ ვქმნიდი უბრალოდ პროდუქტებს. მე ვქმნიდი ოცნებებს,“ – ლაუდერის ეს სიტყვები ნათლად ასახავს იმ იდეალებსა და მიზნებს, რომლებმაც მისმა ცხოვრება განსაზღვრა.

92 წლის ბიზნესმენი 15.6 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობდა, Estée Lauder-ის საბაზრო კაპიტალიზაცია კი $25 მილიარდს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები